ახალი ამბები
ფოტოკონკურს „ილო 2020 “-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
FaceBook
დასრულდა ქუთაისელი ფოტოგრაფის ილო ხახიაშვილის სახელობის საერთაშორისო ფოტოკონკურსი "ილო 2020".

ძირითად კონკურსში, რომლის თემაც "ქუთაისი" გახლდათ, ფოტოგრაფებმა არჩილ გეგენავამ (პირველი ადგილი), ასმათ გოგატიშვილმა (მეორე ადგილი) და ირაკლი ბიგვავამ (მესამე ადგილი) გაიმარჯვეს.



ასმათ გოგატიშვილის ფოტო



ირაკლი ბიგვავას ფოტო

რუბრიკაში "ჩვენი ქალაქის პორტრეტები" ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი დაიკავა გიორგი კილაძემ, მეორე ადგილი წილად ხვდა ასმათ გოგატიშვილს, ხოლო მესამე ადგილი - ირაკლი ბიგვავას.


გიო კილაძის ფოტო


ასმათ გოგატიშვილის ფოტო


ირაკლი ბიგვავას ფოტო

კონკურსი "ილო" საერთაშორისოა და მასში მონაწილეობენ ფოტოხელოვანები ქუთაისის დაძმობილებული ქალაქებიდანაც.
რუბრიკაში "ჩემი ქალაქი", რომელშიც უცხოელი კონკურსანტები მონაწილეობდნენ ადგილები ასე გადანაწილდა:

I ადგილი - ნონჩო ივანოვი კონკურსანტმა ბულგარეთის ქალაქ პლოვდივიდან,
II ადგილი - ალექსი გერასიმენკო ბელარუსის ქალაქ გომელიდან და
III ადგილი - დენის კურბატოვი უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკიდან.

მათ კუთვნილი პრიზი- ილოს მინი ქანდაკება "ორმაისობის" დღესასწაულზე გადაეცემათ.

კონკურსის ორგანიზატორების ცნობით წელს კონკურსში წინა წლებთან შედარებით უპრეცენდენტოდ მაღალი იყო უცხოელი კონკურსანტების აქტიურობა, ხოლო ქუთაისიდან 12 -მა კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა.

ძირითად კონკურსში "ქუთაისი" და რუბრიკაში "ჩვენი ქალაქის პორტრეტები" გამარჯვებულები ფულად ჯილდოს (პირველი პრემია - 875 ლარი, მეორე პრემია - 625 ლარი, მესამე პრემია - 375 ლარი.) და ილო"-ს მინი ქანდაკებას მიიღებენ.

კონკურსი ყოველწლიურია და წელს მეთოთხმეტედ ჩატარდა.

"ილო" 2020“ გაიმართა ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით.

მთავარი ფოტო არჩილ გეგენავას ეკუთვნის
Print