ახალი ამბები
გოგი წულაიამ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი დაწვა
FaceBook
ქუთაისში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ დაწვეს.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ამ ფორმით მთავარი ფინანსური დოკუმენტი გააპროტესტა. მისი თქმით, ბიუჯეტი არ არის მორგებული მოსახლეობის ინტერესებზე და მხოლოდ ჩინოვნიკების კეთილდღეობას ემსახურება.

"ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ამ ქალაქის განვითარებაზე არ არის ორიენტირებული. ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებზე არ არის მორგებული. მხოლოდ და მხოლოდ ბიუროკრტიაზე,
მერია თანამშრომლებზე და ხელფასებზე არის გათვალისწინებული", - ამბობს გოგი წულალია.

მისივე თქმით, 2021 წლის ბიუჯეტში 12 მილიონით შემცირდა ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა არ შემცირებულა მერიაში, ააიპებსა და სიპებში დასაქმებულთა ხელფასი და ის 24 მილიონს შეადგენს.

გოგი წულაიას თქმით, მან ბიუჯეტი გასულ წელსაც დაწვა, თუმცა მერიამ შენიშვნები არ გაითვალისწინა, ამიტომ მერიას სიმბოლურად ცერცვი შეაყარა.




Print