ახალი ამბები
მინისტრთა განახლებულ შემადგენლობას პარლამენტი, სავარაუდოდ, 24 დეკემბერს დაამტკიცებს
FaceBook
დღეიდან საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები დაიწყება.

მიმდინარე კვირის განმავლობაში ფრაქციების ფორმატში მოუსმენენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მინისტრთა განახლებულ კაბინეტში წარდგენილებს.

ხუთშაბათის სესიაზე კი დეპუტატებმა ახალი კაბინეტი უნდა დაამტკიცონ. გარდა ახალი პორტფელების განაწილებისა, ხუთშაბათის სესიაზე კანონმდებლებმა სამთავრობო პროგრამასაც უნდა უყარონ კენჭი.


​საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის თქმით,

"სამთავრობო პროგრამა აწყობილია და ორიენტირებულია იმაზე, რომ ჩვენს მიერ გაცხადებული ძირითადი მიზანი 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთება, ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი უნდა აღვასრულოთ. მთლიანად პროგრამა ორიენტირებული იქნება ამ მიზნის შესრულებისკენ. ჩვენი კითხვები და ინტერესი იქნება, როგორ ვაღწევთ ამ მიზანს ერთობლივად, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე პარლამენტი", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა.
Print