ახალი ამბები
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 255 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 255 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რეგიონი, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბით მეორე ადგილზეა.

იმერეთის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 1 356 პაციენტი, მათგან მძიმეა - 254, ხელოვნული სუნთქვის აპარატზე იმყოფება - 63, კოვისსასტუმროში - 126. საკარანტინე სივრცეში - 7, თვითიზოლაციაში - 6 330.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა, კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 208 638-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 599 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 180 441-მდე.

ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 094 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 812 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 869 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 4 943 პისიარ ტესტით.



Print