პოლიტიკა
ვინ იქნება ახალ მინისტრთა კაბინეტში
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მე-10 მოწვევის პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა - "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" წარუდგინა.

სამთავრობო კაბინეტის შემადგენლობაში მინისტრობის კანდიდატებად წარდგენილნი არიან:

1. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - მიხეილ ჩხენკელი;

2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ლევან დავითაშვილი;

3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ნათელა თურნავა;

4. თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი;

5. იუსტიციის სამინისტრო - გოჩა ლორთქიფანიძე;

6. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ეკატერინე ტიკარაძე;

7. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მაია ცქიტიშვილი;

8. საგარეო საქმეთა სამინისტრო - დავით ზალკალიანი;

9. ფინანსთა სამინისტრო - ივანე მაჭავარიანი;

10. შინაგან საქმეთა სამინისტრო - ვახტანგ გომელაური;

11. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - თეა ახვლედიანი.

მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა კომიტეტებსა და ფრაქციებში მომავალი კვირიდან დაიწყება. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

მინისტრთა კაბინეტს კვლავ გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.
Print