ახალი ამბები
იმერეთში გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
FaceBook
სამართალდამცვებმა გამოძალვის ბრალდებით 36 წლის მამაკაცი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს მიმდინარე წელს, სხვადასხვა დროს, მუქარით 4 050 ლარი გამოსძალა.

1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად არაერთგზის გამოძალვა ედება.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print