ახალი ამბები
გოგი წულაიამ ქუთაისში ერთ-ერთ ქუჩას დაბადების დღე გადაუხადა (ვიდეო)
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისში წერეთლის ქუჩას, სადაც სამი წელია სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, იუბილე გადაუხადა.

მისი თქმით, მერია არასწორი მენეჯმენტის გამო ერთი და იგივე გზას რამდენჯერმე თხრის და სამუშაოებს წლების განმავლობაში აჭიანურებს.
გოგი წულაიამ სამი წლის "იუბილეს"აღსანიშნად ტორტი და სანთლები მიიტანა.

"ეს არის მაგათი უთავბოლობის ბრალი. ჯერ იყო ინტერნეტის კაბელების ჩაყრა დაიწყეს, შემდეგ "სოკარ გაზმა" გათხარა, ახლა დაიწყო კანალიზაცია და სამი წელია აქ მცხოვრებ ადამიანებს და მოქმედ ობიექტებს არ ღირსებიათ ნორმალური გზა. ზაფხულში მტვერია,ზამთარში ტალახი. ამიტომ, ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მივულოცეთ მათი პირმშოს, წერეთლის ქუჩის სამი წლის იუბილე. ვულოცავთ იმასაც, რომ ისევ გახდა მინისტრი და იმედი გვაქვს 7-8 წლამდე გააძლებინებს მათ პირმშოს", - განაცხადა გოგი წულაიამ.

ქუთაისის მერიაში გოგი წულაიას ბრალდებებზე განმარტებას არ აკეთებენ. საგზაო დეპრატამენტში კი აცხადებენ, რომ წერეთლის ქუჩაზე სამუშაოების დასრულების ვადა 2021 წლის გაზაფხულამდეა.


„ადრე რა სამუშაოები მიმდინარეობდა იქ, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ გზის საფარის და სანიაღვრეს მოწყობა მიმდინარე წლის  სექტემბერში დავიწყეთ და ვადა გვაქვს გაზაფხულამდე. ბევრი შიდა კომუნიკაციაა იქ და ამიტომ გაჭიანურდა კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოები, მაგრამ როგორც გითხარით, დრო გვაქვს“, - განაცხადა ბაქარ ჭეიშვილმა.

Print