ახალი ამბები
ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს
FaceBook
2021 წლის 29 სექტემბერიდან 1 ოქტომბრამდე, ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების რიგით მეათე საკონსულტაციო ფორუმს უმასპინძლებს.


ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

საკონსულტაციო ფორუმი წარმოადგენს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ქსელების ოპერატორების, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ყოველწლიურ შეხვედრას ტურიზმის, მემკვიდრეობისა და კულტურის სფეროში.

სამინისტროს ცნობით,შეთანხმებას ხელი საქართველოს მხრიდან განათლების მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა და ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა, ხოლო ევროპის საბჭოს მხრიდან – გაერთიანებული წილობრივი შეთანხმების აღმასრულებელმა მდივანმა, სტეფანო დომინიონმა მოაწერეს.

ფორუმი კულტურული მარშრუტების ღონისძიებების პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება.

საქართველო "ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების" 27-ე წევრი სახელმწიფო 2016 წელს გახდა. აღნიშნული პლატფორმა ევროსაბჭოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმოჩენას საერთო კულტურული მემკვიდრეობის ჭრილში.

Print