ახალი ამბები
პარლამენტი 18 დეკემბერს საშემოდგომა სესიას დახურავს
FaceBook
18 დეკემბრიდან პარლამენტი რიგგარეშე სხდომების ფორმატზე გადადის.

საკანონმდებლო ორგანო დღეს საშემოდგომო სესიის ბოლო სხდომას გამართავს.რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება. 18 დეკემბერს გაიმართება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, ასევე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა. დღესვე გაიმართება ბიუროს სხდომაც.

პარლამენტი დეკემბრის ბოლომდე ნდობას გამოუცხადებს მინისტრთა კაბინეტს და 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მიიღებს, რაც რიგგარეშე სესიის რეჟიმში მოხდება.

Print
თეგები: #პარლამენტი