ახალი ამბები
თუნუქის ფილებით აშენებული ერთოთახიანი გასახდელი თერჯოლაში
FaceBook
"font-size: medium;">თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში  სპორტული მოედნის მიმდებარედ გასახდელი მოეწყო.
ახალგაზრდების თხოვნით მოწყობილი ერთოთახიანი გასახდელი  16 კვ. მეტრზეა განთავსებული. ნაგებობა თუნუქის ფილებითაა აშენებული.  

" მერიამ გადმოგვცა  მასალები და მოსახლეობამ გააკეთა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო იყო ჩვენი ბავშვებისთვის", - ამბობს სოფლის რწმუნებული ტარიელ კუბლაშვილი. 


გასახდელის "ინტერიერი"

გასახდელში  ხის მასალით გაკეთებული ჩამოსაჯდომია მოწყობილი. 

ერთოთახიანი გასახდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა დაათვალიერა.

"წინასაარჩევნო შეხვედრების დროს ადგილობრივებმა ერთ-ერთ პრიორიტეტად გასახდელის მოწყობა დაასახელეს. შესაბამისად, მათი მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და მასალა გადავეცით", - განმარტა  ადგილზე მისულმა მერმა.
Print