ახალი ამბები
გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა
FaceBook
"ნაციონალურ მოძრაობის"თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.

ვაშაძემ ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

"მე გადავწყვიტე დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. 2017 წლის იანვრიდან, ოთხი წლის განმავლობაში, ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი, რაც ჩემს მოკრძალებულ ძალებში იყო, იმისათვის, რომ პარტია გაზრდილიყო, გაეძლიერებინა საკუთარი პოზიციები, დარჩენილიყო მთავარ ოპოზიციურ გაერთიანებად და შედეგად მიეღო საქართველოს მოქალაქისგან მანდატი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად", - წერს გრიგოლ ვაშაძე ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

გრიგოლ ვაშაძე 2017 წლიდან იყო პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი. მანამდე იგი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი, 2008-2012 წლებში კი საგარეო საქმეთა მინისტრი.

2018 წელს გრიგოლ ვაშაძე კოალიცია "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, 2017 წელს იყო ქუთაისის მერობის, 2020 წელს კი ასევე ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი. გრიგოლ ვაშაძემ ვერც ერთ არჩევნებში გამარჯვება ვერ მოიპოვა.
Print