ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 646 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში გასული 24 საათის განავლობაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა.
გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთში 646 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რეგიონი ვირუსის გავრცელების მასშტაბით ქვეყანაში მეორე ადგილზეა.

იმერეთის კოვიდკლინიკებში 1364 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე, მათ შორის მძიმე 236-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა,  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება - 60 , კოვისსასტუმროში - 244,  საკარანტინე სივრცეში -15, თვითიზოლაციაში - 6007.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 105 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 164 786-მდე.

გასული 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 883 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 194 900-ს. 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print