ახალი ამბები
დღეს ახალშეკრებილი პარლამენტის კომიტეტების პირველი სხდომა გაიმართება
FaceBook

დღეს ახალშეკრებილი პარლამენტის კომიტეტების პირველი სხდომა გაიმართება.კომიტეტები შეიმუშავებენ და დაამტკიცებენ დებულებებს,


ასევე დაგეგმილია კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა.

ამ დღის წესრიგით 14 დეკემბერს სხდომას გამართავს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი,

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.

მეათე მოწვევის პარლამენტი  პირველად 11 დეკემბერს  შეიკრიბა.

პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. შესაბამისი დადგენილება 87 ხმით მიიღეს. ყველა ის პირი, ვინც ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეულად გამოაცხადა, პარლამენტის სრულფასოვანი წევრია.

 

Print
თეგები: #პარლამენტი