ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში კვირის განმავლობაში
FaceBook
დასავლეთ საქართველოში და მათ შორის იმერეთის რეგიონში, კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით, ორშაბათს 14 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ქარის სიჩქარე 6.9 მ/წმ-ის შეადგენს.

15 დეკემბერს, შესაძლოა გაწვიმდეს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10-12 0 იქნება. გაძლიერდება დასავლეთით მქროლავი ქარის სიძლიერე.

16 დეკემბერს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაიწევს და მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით.

17 დეკემბერს,  გამოიდარებს, თუმცა ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8-10 0 -მდე დაიწევს.

18 და 19 დეკემბერს უნალექო ამინდია მოსალოდელი, გაძლიერდება ქარის სიჩქარე.

სინოპტკოსების ვარაუდით, კვირას, 20 დეკემბერს საღამოს შესაძლოა გაწვიმდეს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6-80 -მდე დაიწევს.
Print