ახალი ამბები
ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე , საცხოვრებელ კორპუსში  გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მამაკაცი  ხანძრის გაჩენის მომენტში სახლში მარტო იმყოფებოდა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემა ქონდა და შესაძლოა, ამის გამო ვერ შეძლო სახლიდან გამოსვლა.

საგანგებო სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ ადგილზე ოთხი  სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. 

"ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.  ცეცხლის ლიკვიდრების  შემდეგ მეხანძრე-მაშველებმა შუა ხნის ასაკის მამკაცის ცხედარი იპოვეს",  -  ამბობენ  სამაშველო სამსახურში. 

მათი ინფორმაციით, დამწვარია 20 კვ. მ ფართობი.  

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამაშველო სამსახურის წარმოამდგენლები.
Print
თეგები: #ხანძარი