ახალი ამბები
საახალწლოდ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები განახლდება
FaceBook
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის  აეროპორტში ფრენები განახლდება.
ავიარეისები გერმანიის მიმართულებით მხოლოდ საახალწლო პერიოდში შესრულდება.

პირველი რეისი ქუთაისიდან დორტმუნდის მიმართულებით 18 დეკემბერს  განხორციელდება.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში აცხადებენ, რომ  დანარჩენი რეისები 25 დეკემბერსა და 8 იანვარს შესრულდება.

ბილეთების შეძენა "WizzAir" ოფიციალურ გვერდზე იქნება შესაძლებელი.

WizzAir-ი ქუთაისის ბაზაზე 2021 წლის გაზაფხულის სეზონზე დაბრუნდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო ვიზეარმა რეგულარული ავიარეისების შესრულება მარტში შეწვიტა. 



ამავე თემაზე:

Wizz Air-ის დაბრუნება და „წართმეული ტურიზმის“ დაბრუნების მოლოდინი
Print