ახალი ამბები
ქუთაისის მერია 8 აგვისტოსა და 9 მაისის მემორიალური ძეგლების რეაბილიტაციას იწყებს
FaceBook
ქუთაისის მერია 9 მაისისა და 8 აგვისტოს მემორიალების რეაბილიტაციისთვის ტენდერს აცხადებს.

9 მაისის მემორიალის სარემონტო სამუშაობის სავარაუდო ღირებულება 20 488 ლარს წარმოადგენს (N
AT200019284), 8 აგვისტოს ძეგლის რემონტისთვის კი - 33 131 ლარს (NAT 200019283).

წინადადებების მიღება 19 დეკემბერს იწყება და 22-ში სრულდება.

სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარული დღე.

9 მაისი მემორიალი საფიჩხიის სასაფლაოზე არის განთავსებული.

8 აგვისტოს მემორიალი აღმაშენებლის გამზირზე.

ორივე ძეგლი წლებია დაზიანებულია და შეკეთებას საჭიროებს.


Print