ახალი ამბები
ქუთაისის ახლადარჩეული მერი მუშაობას დღეიდან შეუდგა
FaceBook
იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალაქის მერის სტატუსით დღეს პირველად მივიდა.


9 დეკემბრიდან მისი სამუშაო ოფიციალურად დაიწყო, თუმცა, ქალაქის მერი კორონავირუსით ინფიცირების გამო საქმიანობას ორი დღის დაგვიანებით შეუდგა.

უცნობია დაესწრება თუ არა იგი დღეს ჩანიშნულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომას.

იოსებ ხახალეიშვილი არჩვენებში "ქართული ოცნების" კანდიდატი იყო. პირველ ტურში მან ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო, მეორე ტურში კი სადაც ოპოზიციის ბოიკოტის გამო კონკურენტი არ ჰყავდა, ხმების 92.2% მიიღო.

მერის პოსტის დაკავებამდე იგი იმერეთის ვიცე-გუბერნატორი იყო.

Print