ახალი ამბები
დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას გამართავს
FaceBook
ახლადარჩეული მე-10 მოწვევის პარლამენტში პირველი სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.


საკანონმდებლო ორგანოს წინ დილიდან არიან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები და არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს სხდომაზე მისული დეპუტატებისთვის ე.წ.სირცხვილის კორიდორები აქვთ მოწყობილი.

პირველ სხდომაზე დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევენ, დააკომპლექტებენ სპიკერატს და კენჭს უყრიან კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურებს.

უკვე ცნობილია, რომ საკანონმდებლო ორგანოს ახალი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება. პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე წარდგენილია გიორგი ვოლსკი, ხოლო უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერის თანამდებობას კახა კუჭავა და დავით სერგეენკო დაიკავებენ.

რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება შემდეგ კანდიდატურებთან დაკავშირებით მიიღო:

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე - ანრი ოხანაშვილი;

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი - მიხეილ სარჯველაძე;

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი - ირაკლი ბერაია;

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - ირაკლი ქადაგიშვილი;

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი - სოზარ სუბარი;

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი - ირაკლი კოვზანაძე;

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი - დავით სონღულაშვილი;

აგრარულ საკითხთა კომიტეტი - ნინო წილოსანი;

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - მაია ბითაძე;

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - ნიკოლოზ სამხარაძე;

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი - მაკა ბოჭორიშვილი;

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი - ბექა ოდიშარია;

ჯანდაცვის კომიტეტი - დიმიტრი ხუნდაძე;

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი - თეა წულუკიანი;

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი - მიხეილ ყაველაშვილი;


ახალადარჩეულ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს ოპოზიცია. თუმცა, იქნება თუ არა საბოლოოდ ერთპარტიული მე-10 მოწვევის პარლამენტი, ეს სხდომის დაწყების წინ გახდება ცნობილი.

Print