ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 708 შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, იმერეთში კოროავიუსის 708 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 1 357 პაციენტი მკურნალობს. აქედან მძიმე პაციენტია 259, მართვით სუნთქვაზე იმყოფება - 77. 

კოვიდ სასტუმროებში მოთავსებულია 77 პაციენტი, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია - 28, თვითიზოლაციაშია - 5 647. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 178 953-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 3 045 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  148 332-მდე გაიზარდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.



Print