ახალი ამბები
რა ქონებას ფლობს ქუთაისის ახლადარჩეული მერი
FaceBook
ქუთაისის ახლადარჩეული მერის იოსებ ხახალეიშვილის ქონება საკმაოდ მწირად გამოიყურება.

იგი მეუღლესთან, დედასთან და სამ შვილთან ერთად ქუთაისში, დუმბაძის ქუჩაზე ცხოვრობს. იოსებ ხახალეიშვილის სახელზე მხოლოდ ორი ქონება, საცხოვრებელი სახლი 140 კვ.მ ფართით და 650 კვ.მ მიწის ნაკვეთი  ფიქსირდება.

დეკლარაციის მიხედვით, ორივე ქონება ქუთაისის მერის სახელზეა რეგისტრირებული. სახლიც და მიწის ნაკვეთიც იოსებ ხახალეიშვილს 2016 წელს, მემკვიდრეობით აქვს მიღებული.
ქალაქის მერს პირადი ავტომანქანა არ უფიქსირდება. მსუბუქი ავტომანქანა "ფორდ ფუჟენი" 2012 ჰყავს მის მეღლეს ნინო ბანძელაძეს, რომელიც 2019 წელს 5800 დოლარად შეიძინა. ქალაქის მერს 4 500 ლარიანი კრედიტი და 11 000 ლარიანი სამომხმარებლო სესხი აქვს ერთ-ერთ ბანკში. დეკლარაციის შევსების მომენტში სახელფასო ანგარიშზე 1840 ლარი ჰქონდა. ქალაქის მერს არ უფიქსირდება დანაზოგი.

იოსებ ხახალეიშვილმა დეკლარაცია ბოლოს 2020 წლის 17 მარტს შეავსო.

ის  ქუთაისის მერად 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში აირჩიეს. მანამდე  იმერეთის  ვიცე-გუბერნატორად მუშაობდა. 


Print