ახალი ამბები
ბაღდათში კომენდანტის საათის დროს მაღაზია გაქურდეს
FaceBook
ბაღდათში სასურსათო მაღაზიათა ქსელის ფილიალი "სპარი" გაქურდეს.
წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. ზუსტი ზარალის დადგენა ამ წუთებში მიმდინარეობს. სამართალდაცველებმა უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

შემთხვევა  8 ნოემბერს, გვიან ღამით მაშინ მოხდა, როცა გადაადგილება აკრძალული იყო.

მომხდარზე მიმდინარეობს  გამოძიება. 

კომენდანტის საათის დროს ქურდობა პირველი შემთხვევა არ არის. 

რამდენიმე კვირის წინ ქუთაიში  ოთხი მანქანა გაქურდეს.



Print