ახალი ამბები
კორონავირუსით ინფიცირების გამო, ქუთაისის ახლადარჩეული მერი საქმიანობას ორი დღის დაგვიანებით შეუდგება
FaceBook
ქუთაისის არჩეული მერი უფლებამოსილების განხორციელებას 11 დეკემბრიდან შეუდგება.

იოსებ ხახალეიშვილი კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება.

"იზოლაციაში ყოფნის ვადის ამოწურვამდე ვრჩები სახლში და ვასრულებ რეგულაციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ქუთაისის მერიაში, ჩემს სამუშაო ადგილზე, პარასკევს, 11 დეკემბერს გამოვცხადდები და შევუდგები ქუთაისის მერის უფლება-მოვალეობების შესრულებას. უდიდესია პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენმა თანაქალაქელებმა თავიანთი მხარდაჭერით დამაკისრეს. ურთულეს პერიოდში მიწევს მუშაობის დაწყება. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ ყველა იმ გეგმის შესრულება, რაც ქუთაისის უკეთესი მომავლისთვის დავსახეთ", - აცხადებს ქუთაისის ახლადარჩეული მერი.

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 92% მიიღო.


იოსებ ხახალეიშვილი მერის პოსტის დაკავებამდე, იმერეთის ვიცე-გუბერნატორი იყო.

Print