პოლიტიკა
მე-10-ე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება
FaceBook
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართება.
შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე გამოსცა.

"დღეს, 8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ.

განკარგულების მიხედვით, პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტურში 7 პარტიის წარმომადგენლები გავიდნენ.

თუმცა ოპოზიციამ არჩევნებს გაყალბებული უწოდოდა და მეორე ტურში მონაწილეობა არ მიუღია.



Print