ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში კვირის განმავლობაში
FaceBook
იმერეთის რეგიონში და მათ შორის ქუთაისში, კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ვარაუდით, 7 დეკემბერს მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 8 დეკემბერს ნავარაუდევია ნალექი, საღამოს შესაძლებელია გაწვიმდეს.

9 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება, ტემპერატურა  8-9 0 -მდე დაიწევს.

ათ დეკემბერს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 14 0 მიაღწევს, უმეტესად იქნება მზიანი ამინდი.

პარასკევს და შაბათს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაიკლებს 10 0 -მდე. 

კვირას 13 დეკემბერს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს 14-16 0 - მდე. დღის განმავლობაში იქნება თბილი ამინდი.
Print