ახალი ამბები
იმერეთში სწრაფი ტესტირება 65 სამედიცინო ცენტრში ჩატრდება
FaceBook
იმერეთის მასშტაბით სწრაფი ტესტირების ჩატარება 65 სამედიცინო ცენტრში იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისი იგანცხადებით, სწრაფი ტესტირება მოქალქეებისათვის ტერიტორიულად ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.  

სწრაფი ტესტების აღებას უფასოდ კრონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე მოქალააქეები შეძლებენ. 

,,პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან ორი დღის განმავლობაში მიმდინარე შეხვედრებზე ყველა ის საკითხი განვიხილეთ, რაც სწრაფ ტესტირებას უკავშირდება. ასევე, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც ერთობლივ ეფექტურ მუშაობას უკავშირდება, რათა ტესტირება ჩვენი მოქალაქეებისთვის იყოს ხელმისაწვდომი როგორც დროის თვალსაზრისით, ასე ტერიტორიულად" - ზვიად შალამბერიძე.

მთავრობის მიერ კოვიდ-19-ის მართვის პროცესში დადგენილი შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში, ქვეყანის მასშტაბით ინტენსიური ტესტირების პროგრამა მოქმედებს, რომლის ფარგლებში სახელმწიფო, დღეში, დაახლოებით 20 000 ტესტს გააკეთებს, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიების მაჩვენებლები.

ამავდროულად, განსაკუთრებით გაფართოვდება ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
Print