ახალი ამბები
"ბრალდებაში არიან უდანაშაულოები" - "ინტელექსპრესის" გაქურდვაზე დაკავებულების ადვოკატი
FaceBook
ქუთაისში მიკროსაფინასნო ორგანიზაციის ქურდობის ფაქტზე დაკავებულებულები ბრალს არ აღიარებენ.

მისი ადვოკატის არჩილ ნიჟარაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

"დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, რადგან მიგვაჩნია, რომ წარდგენილ ბრალდებაში არიან უდანაშაულოები. არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მათ ბრალეულობას. ამოღებული თანხა და ძვირფასი ნივთები არის ოჯახის საკუთრება. იარაღები ნამდვილად მისია, რადგან ხელოსანია. რაც შეეხება ნარკოტიკს, არ არის მისი, ჩაუდეს. მოტივზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ , თუმცა გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება",
- ამბობს არჩილ ნიჟარაძე.

ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელექსპრესის" ოფისი ორი თვის წინ გაქურდეს.

უცნობმა პირებმა იატაკი ამოჭრეს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ამ გზით შეაღწიეს.მძარცველებმა წაიღეს სეიფი სადაც ძვირფასეულობა და ნახევარ მილიონამდე ლარი იყო.

მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკვა.



ამავე თემაზე:

პირები, რომლებმაც "ინტელექსპრესიდან" ნახევარ მილიონამდე წაიღეს, დააკავეს

ქუთაისში სეიფი მოიპარეს, რომელშიც ძვირფასეულობა და ნახევარ მილიონამდე ლარი იყო

Print