ახალი ამბები
მამაკაცი, რომელსაც ბაღდათში მძარცველებმა სცემეს, ამ დრომდე კლინიკაში რჩება
FaceBook
ბაღდათში, სახლის ძარცვის დროს ნაცემი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

იგი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

"პაციენტს აღენიშნება ჰემორანგიული ინსულტი. მდგომარეობა მართვადია. მკურნალობის პროცესში ჩართულია ნევროპათოლოგი", - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში კლინიკის მენეჯერი კახა მეფისაშვილი.

პირველ დეკემბერს, ბაღდათის სოფელ ფერსათში, გოგუცაძეების ოჯახი დააყაჩაღეს. სახლში, სადაც ხანდაზმულები ცხოვრობენ,  ნიღბიანი პირები კომენდანტის საათის დროს შევიდნენ და 80 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარს ფული მოსთხოვეს.

მძარცველებმა მოხუცები სცმეს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.


ამავე თემაზე:

ნაცემია მოხუცი ცოლ-ქმარი - ყაჩაღობა ბაღდათში


Print