ახალი ამბები
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი კორონავირუსით გარდაიცვალა
FaceBook
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი ლია ბიბილეიშვილი კოვიდ19-ით გარდაიცვალა.

იგი თავდაპირველად სახლში მკურნალობდა, ერთი კვირის შემდეგ კი მდგომარეობა დამძიმდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. რამდენიმე დღიანი მკურნალობის მიუხედავად, იგი გარდაიცვალა.

ლია ბიბილეიშვილს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი, რაც სავარაუდოდ, მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა.

Print