ახალი ამბები
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას ქუთაისიდანაც უერთდებიან
FaceBook
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, გლობალურ კამპანიაში  ქუთაისის ოპერის თეატრი და ისტორიული მუზეუმიც ჩაერთვნენ.

კამპანია სახელწოდებით , „იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ“ 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობს და იგი ონლაინ სივრცეში იმართება.

კამპანია გულისხმობს საზოგადოების როლისა და ჩართულობის გაძლიერებას ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში გლობალური პანდემიის დროს.

6 დეკემბერს კამპანიის ფარგლებში ქართული საოპერო მუსიკის კონცერტი გაიმართება მასში ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი (დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი) მიიღებს მონაწილეობას.

კონცერტის ჩანაწერი ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდება.

ქუთაისი ოპერის გარდა, კამპანაიში ჩართული იყო ქუთაისის ისტორიული მუზეუმიც. მათ ონლაინ სემინარი გამართეს ქალთა უფლებების, მათი ეკონომიკური გაძლიერების აუცილებლობისა და ძალადობის მსხვერპლი ქალების სოციალიზაციის თემაზე.
ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა, რომელიც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გამწვავდა, ახალ გლობალურ გამოწვევად ჩაითვალა.


კამპანიას საქართველოს მასშტაბით შეუერთდნენ პედაგოგები, მეცნიერები, კულტურის სფეროს მოღვაწეები და სპორტსმენები. კამპანიაში ჩაერთნენ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, საჯარო სკოლები, პროექტი ტელესკოლა, თეატრები, მუზეუმები, სპორტული ფედერაციები და კლუბები.

კამპანია საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
Print