ახალი ამბები
"ტორპედოს" 2 მლნ ლარის შედეგი არ აქვს" - ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი
FaceBook
ქუთაისის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან  საფეხბურთო კლუბ "ტოპრედოს" 1 მლნ 900 00 ლარამდე აქვს გადარიცხული.



ქუთაისის მერია საფეხბურთო კლუბ "ტორპედოსთვის" ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400 000 ლარის გამოყოფას გეგმავს. აღნიშნული შესახებ გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე ხმაურის ფონზე მიიღეს.

დაპირისპირება  საკრებულოს სხდომაზე თავად საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებს შორის მოხდა.  საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის თეიმურაზ კიკვაძის განმარტებით, "ტორპედოსათვის" განსაზღვრული დამატებითი თანხა ქალაქის ბიუჯეტისთვის ცოტა არ არის. დეპუტატის თქმით, "ტორპედოს" ფეხბურთელებისთვის ხელფასის გაცემა მათი მხრიდან შედეგების დადების მიხედვით უნდა მოხდეს.

"მართალია, ამ თანხს ვაძლევთ, მაგრამ ამას უნდა ახლდეს იმის პირობა, რომ ფეხბურთელების პასუხისმგებლობა მეტად იყოს ამაღლებული. 2 მლნ ლარის ნამდვილად არ არის ის შედეგები, რომელიც "ტორპედოს" ამ დროისთვის აქვს", - განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა.

საერთო ჯამში, მერიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან "ტოპრედოსათვის" 1 მლნ 900 00 ლარამდე აქვს გადარიცხული.

"უნდა იყოს ვთქვათ, ხუთეული, ათეული, რომლებსაც კარგი შედეგის მიხედვით განსაზღვრულ ხელფასზე დამატებით ხელფასის 20-პროცენტი მიეცეს. ეს გაზრდის მათ შრომისუნარიანობას და ასევე მოტივაციას. ეს კი კარგი იქნება ქალაქისთვისაც", - განაცხადა საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა რობიზონ წინწკალაძემ.

ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ქუთაისის მერის მოადგილემ, კოტე ქავთარაძემ განუმარტა, რომ ქალაქი "ტორპედოს" დაფინანსებს ვერ შეუწყვეტს. თუმცა, აღნიშნა, რომ "ტორპედომ" წელს წინა წლებთან შედარებით გაცილებით კარგი შედეგი დადო.

ქალაქის პირველმა პირმა შოთა მურღულიამ განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა "ტორპედოს" მანამ დააფინანსებს, ვიდრე საფეხბურთო კლუბს სპონსორი არ გამოუჩნდება.

"ჩვენ  ვერ ვიზამთ წინა ხელისუფლების მსგავსად, ვინმეს დავაძალოთ სპონსორობა. "ტორპედოთი" კი ინვესტორი მას შემდეგ დაინტერესდება, როცა გუნდი წარმატებული გახდება", - განაცხადა ქუთაისის მერმა.

დღეს გამართული საკრებულოს სხდომა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა პროტესის ნიშნად დატოვეს.


Print