ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს სხდომა „ნაციონალებმა“ პროტესტის ნიშნად დატოვეს
FaceBook
"ჩვენ საკრებულოს სხდომის დაწყებისთანავე ვითხოვეთ მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთების უფლება, თუმცა ამის ნება არ მოგვცეს".

ქუთაისის საკრებულოს რიგით მე-15 სხდომა საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლება დატოვეს. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელის დავით გოგისვანიძის განმარტებით, სხდომის დატოვების მიზეზი ის გახლდათ, რომ საკრებულოს სხდომაზე მათ არ მისცეს განცხადების გაკეთების უფლება.

"ჩვენ საკრებულოს სხდომის დაწყებისთანავე ვითხოვეთ მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთების უფლება, თუმცა ამის ნება არ მოგვცეს, ამიტომაც პროტესტის ნიშნად ვტოვებთ სდომას და როგორც კი დასრულდება სხდომა გავაკეთებთ განცხადებას",- აღნიშნა დავით გოგისვანიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების განმარტებით საკრებულოს სხდომაზე ] დღის წესრიგის მიხედვით გამოტანილი 18 საკითხი მათთვის მნიშვნელოვანი არ არის, რადგან უმრავლესობას `ქართული ოცნება" წარმოადგენს და გადაწყვეტილებასაც ისინი იღებენ.

Print