ახალი ამბები
ქუთაისის მერია 2021 წელს ოჯახების შექმნის წახალისებას გეგმავს
FaceBook
ქუთაისის მერია ოჯახების შექმნის წასახალისებლად 5 ათასი ლარის გამოყოფას გეგმავს.
აღნიშნული თანხა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე შეტანილია. ახალდაქორწინებული ოჯახების შექმნის წახალისება - ასე ჰქვია ახალ ქვეპროგრამას, რომელიც ქუთაისში სოციალურად დაუცველთა პირების მიერ ახლადშექმნილი ოჯახების ხელშეწყობას და მხარდაჭერას გულისხმობს.

"ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქუთაისში არანაკლებ 1 წლის მანძილზე რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრები სოციალურად დაუცველთა პირების მიერ ახლადშექმნილი ოჯახების ხელშეწყობას და მხარდაჭერას. ქვეპროგრამით ისარგებლებენ ახლა დაქორწინებული წყვილი რომელთაგან ერთ-ერთი მაინც ირიცხება სოციალურად დაუცველთა ბაზაში. სარეიტინგო ქულა არანაკლებ 70.000", - წერია ბიუჯეტის პროექტში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, წყვილი ერთჯერადი დახმარების მისაღებად, ქორწინებიდან არაუგვიანეს 30 დღისა, წერილობით მიმართავს ქალაქის მერს, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს წყვილის პირადობის მოწმობები, ქორწინების მოწმობა და საბანკო რეკვიზიტები. დახმარება გაიცემა ერთჯერადად არაუმეტეს 500 ლარისა.

მერიაში ამბობენ, რომ ეს ჯერ მხოლოდ ბიუჯეტის პროექტია და შეიძლება შეიცვალოს, თუმცა საკრებულომ დოკუმენტი უკვე განიხილა და მასში მხოლოდ ტექნიკური შენიშვნები აღმოაჩინა.

ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი 58 586 500 ლარით განისაზღვრა.

მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის დავით ნიშნიანიძის განმარტებით, ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტული მიმართულებები ისევ ინფრასტრუქტურა, სოციალური მიმართულებები, კულტურა და სპორტია.




ამავე თემაზე:

ქუთაისის საკრებულომ მერიას 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიას მოუწონა


ვტორი: ანა ჯიქია
Print