ახალი ამბები
დღეიდან 31 იანვრის ჩათვლით ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს
11:18 / 28.11.2020
-box; padding: 0px 0px 20px; margin: 0px; font-size: 18px; color: #424242;">
28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით დიდ ქალაქებში
- თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში,
თელავში დამატებითი შეზღუდვები წესდება.
უფრო კონკრეტულად, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება
ასეთია:
- ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ.
გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში იზღუდება მუნიციპალური
ტრანსპორტის მუშაობა;
- სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების,
აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის
მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ
რეჟიმში;
- ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ
აგრარული ბაზრები;
- სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა)
სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
- კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.
28 ნოემბრიდან ამოქმედებული სხვა შეზღუდვები
ნახეთ
აქ.
მასალის გამოყენების პირობები