ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულომ მერიას 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიას მოუწონა
FaceBook
ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი 58 586 500 ლარით განისაზღვრა.

მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის დავით ნიშნიანიძის განმარტებით, ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტული მიმართულებები ისევ ინფრასტრუქტურა, სოციალური მიმართულებები, კულტურა და სპორტია.

მერიის მიერ შემუშავებული ბიუჯეტი პროეექტი უკვე განიხილეს საკრებულოშიც, სადაც არანაირი შენიშვნები არ ქონიათ.

საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, კახა ბოჭორიშვილის განცხადებით, საკრებულოს შესაბამისმა კომისიებმა დოკუმენტი უკვე განიხილეს და შენიშვნები არ აქვთ.

,,მხოლოდ ტექნიკური სახის შენიშვნები გვქონდა და სხვა არაფერი. 2021 წლის ქუთაისის ბიუჯეტის პროექტი სრულად მორგებულია ქუთაისელების ინტერესებზე", - განაცხადა კახა ბოჭორიშვილმა.

ქუთაისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულომ მერიას უკვე გადაუგზავნა.

მერიამ ტექნიკური შენიშვნების შესწორების შემდეგ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც დოკუმენტი სხდომაზე დასამტკიცებლად გავა.

მომავლი წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია. პროტესტის ნიშნად ოპოზიციის არცერთი დეპუტატი საკრებულოს სხდომებსაც არ ესწრება.

"ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში და არ მიგვიღია მონაწილეობა განხილვაში. ჯერ პროექტს არ გავცნობივარ, თუმცა ვნახავ და შენიშვნებისაც გავაჟღერებ",- ამბობს ,,ევროპული საქართველოს" საკრებულოს დეპუტატმა დავით გოგისვანიძემ.
Print