ახალი ამბები
საცხობები და საკონდიტროები არ დაიხურება
FaceBook
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საცხობები და საკონდიტროები საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებულ შეზღუდვების სიაში არ შედიან.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ობიექტები გატანის სერვისზე მუშაობენ და ადგილზე არ ხდება მომსახურეობა და სწორედ ამიტომ მათი მუშაობა არ შეიზღუდება.


"საცხობები და საკონდიტროები არის კვების ობიექტები, რომლებიც რეალურად გატანის სერვისზე მუშაობენ, ანუ შეიძენთ პროდუქტს და მიდიხართ, ადგილზე არ ხდება მომსახურეობა, აქედან გამომდინარე ისინი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებულ შეზღუდვების სიაში არ შედიან", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მთავრობის მიერ დღეს მიღებული სხვა შეზღუდვები ნახეთ აქ.
Print