ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 3801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3801 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 118 690-ს.

ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1124 გარდაცვალების შემთხვევა.

გამოჯანმრთელდა 3200 პაციენტი, სულ კორონავირუსისგან 98 781 ადამიანი განიკურნა.

კორონავირუსის პანდემიის გამო გასატარებელი დამატებითი შეზღუდვები საზოგადოებისთვის დღეს გახდება ცნობილი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print