ახალი ამბები
"გვაქვს რესურსი საავადმყოფოებში" - ჯანდაცვის მინისტრი საველე ჰოსპიტლების გაშლაზე
FaceBook
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, არ იგეგმება საველე პოსპიტლის გაშლა.
მინისტრი ამბობს, რომ საწოლფონდის პრობლემა ქვეყანაში არ არის.

"მიუხედავად იმისა, რომ საველე ჰოსპიტლებზე არის ძალიან დიდი გამოხმაურება და სურვილი, რომ საველე ჰოსპიტლები ჩვენ გავშალოთ. ჯანდაცვის სამინისტრო არ გეგმავს, რომ საველე ჰოსპიტლების გაშლას. ეს არ არის ჩვენი მიზანი და ამოცანა, ვინაიდან ჩვენ გვაქვს რესურსი საავადმყოფოებში და სასტუმროში", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განმარტებით, მთავრობა მუშაობს შეზღუდვების ორ ვერსიაზე, რომელიც ხვალ, 26 ნოემბერს გახდება ცნობილი.

კოვიდკლინიკებში ადგილების არარსებობის გამო, პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ვერ ხერხდება, რაც ხშირ შემთხვევაში ლეტალური შედეგეით სრულდება.

როგორ მუშაობს კოვიდკლინიკები და რა შრომას დებენ მედპორსანალები ნახეთ ქუთაისპოსტი მიერ მომზადებული ვრცელი სტატია.

დღეს საქართველოში ვირუსით ინფიცირების 3 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა
Print