ახალი ამბები
"მსჯელობა მიდის, რომ დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიზღუდოს"
FaceBook
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,
საკოორდინაციო საბჭოზე მიმდინარეობს მსჯელობა დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაზე. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მე გიდასტურებთ, რომ არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდ ქალაქებში შეიზღუდოს",-განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანა შევიდა პიკში და ძალიან რთულია ორ კვირაში ან სამ კვირაში ინფიცირებულთა რიცხვის რადიკალური ქვესვლა.

როგორც  ცნობილია, საკოორდინაციო საბჭო მუშაობს წერტილოვანი შეზღუდვების შემუშავებაზე.


თუ რა შეზღუდვები შეიძლება იქნას მიღებული ნახეთ აქ. 

დღეს საქართველოში ვირუსით ინფიცირების 3 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
Print