ახალი ამბები
,,ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია'' - მეუფე იოანე
FaceBook
ქუთათელ-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, რეგულაციებს ემორჩილებიან, თუმცა ტაძრები არ დაიკეტება.

"ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია, ეს უნდა გვესმოდეს, ღვთისკენ მიმავალ ადამიანს მე როგორ უნდა შევუშალო ხელი? გამორიცხულია. ნებაყოფლობითაა, ჩვენ ხომ არ ვაიძულებთ მოსვალს? რახან მოვიდა, მოვიდა, მე არ უნდა გავაგდო. პანდემია კი შემოვიდა ტაძარშიც, მაგრამ, ასევე ექიმებშიც არის, მთავარი ეპიდემიოლოგი ინფიცირებულია. გარანტირებული არავინაა, ადამიანები ვართ, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ განსაცდელი შეიძლება ყველა ადამიანს შეხვდეს, მაგრამ ამის შიშით, ცხოვრება არ გამოვა, იმედით და რწმებით უნდა ვიყოთ, თუ შეგვემთხვა განსაცდელი, მოთმინებით უნდა ვიყოთ. სამწუხაროთ, შედარებით ახალგაზრდა სასულიერო პირი გარდაიცვალა, მას დაავადებები ქონდა და რისკი იყო დიდი, მაგრამ ის ეკლესიაში არ დაინფიცირებულა. ეკლესიაში კი არ ინფიცირედება, არამედ ადანიანი ადამიანს გადასცეს, ეკლესიას ნუ დავაბრალებთ"-განაცხადა მეუფე იოანემ.

იმერეთის რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა დადასტურდა.იმერეთი, ამ მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელების მასშტაბით მეორე ადგილზეა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 108 690.

დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 531 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 89 170-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 012 გარდაცვალების
Print
თეგები: #მეუფე იოანე