ახალი ამბები
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა დადასტურდა.იმერეთი, ამ მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელების მასშტაბით მეორე ადგილზეა.

იმერეთში კორონავირუსის 1 226 აქტიური შემთხვევაა, აქედან მძიმეა 201 პაციენტის მდგომარეობა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება - 41.

რეგიონის კოვიდსასტუმროში იმყოფება 316 ინფიცირებული.საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია -26.

თვითიზოლაციაში იმყოფება 5 280 პირი.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 108 690.

დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 531 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 89 170-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 012 გარდაცვალების შემთხვევა.
Print