ახალი ამბები
იმერეთში COVID-19-ის 772 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა  გაიზარდა.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  რეგიონში, ბოლო 24  საათის განმავლობაში, ვირუსით ინფიცირების 772 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 7 პაციენტი.

იმერეთში  ვირუსზე კლინიკებში 1 241 ადამიანი მკურნალობს. აქედან მძიმეა -202, მართვით სუნთქვაზე იმყოფება -45, კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია -310, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია -26 ადამიანი.

იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 5 313 მოქალაქე.

ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 048 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 856 პირი. 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print