პოლიტიკა
ზესტაფონის, ტყიბულის, თერჯოლისა და ბაღდათის გაერთიანებულ ოლქში ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა
FaceBook
საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში, ზესტაფონის, ტყიბულის, თერჯოლისა და ბაღდათის გაერთიანებულ ოლქში ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა.
ცესკოს მონაცემებით, ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა ბეჟან წაქაძემ 91,94 პროცენტი მიიღო, ხოლო ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა კახა გეწაძემ 8,06 პროცენტი.

მან კანდიდატურა არჩევნების მეორე ტურამდე მოხსნა, თუმცა მისი სახელი და გვარი საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად ბიულეტენებში მაინც დარჩა.

21-ე სამაჟორიტარო ოლქში მეორე ტურისთვის გახსნილი იყო 157 უბანი, რეგისტრირებული იყო 131 ათას 151 ამომრჩეველი.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას აძლევს.
Print