ახალი ამბები
ქუთაისში 15 წლის მოზარდს ეძებენ
FaceBook
ქუთაისში 15 წლის მოზარდი, რომიკო ადეიშვილი დაიკარგა.
დაკარგული მოზარდის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით ვრცელდება. მოზარდის დაკარგვის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობელი ადასტურებს.

არსებული ინფორმაციით მოზარდი ბოლოს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნახეს.

მშობლებმა პოლიციას უკვე მიმართეს.

იმ შემთხვევაში, თუ იცით დაკარგულის ადგილსამყოფელი, ან ფლობთ რაიმე ინფორმაციას მოზარდის შესახებ, დარეკეთ მითითებულ ნომერზე: 557 23 95 53
Print