ახალი ამბები
ზესტაფონში, ტყიბულში, თერჯოლასა და ბაღდათში საარჩევნო უბნებთან 45 ათასზე მეტი ამომრჩეველი მივიდა
FaceBook
20:00 საათის მონაცემებით, 21-ე ზესტაფონის, ტყიბულის, თერჯოლისა და ბაღდათის გაერთიანებულ ოლქში, 45 ათას 200-ზე მეტი ამომრჩეველი  საარჩევნო ყუთთან მივიდა.
ეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 35,5% -ია.

გაერთიანებული ოლქის მონაცემების შესახებ საერთო კომენტარი ზესტაფონში გააკეთეს. აქ საოლქო საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ 21-ე სამაჟორიტარო ოლქში  დარღვევები არ დაფიქსირებულა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან შედარებით, ამომრჩევლის აქტივობა დაბალი იყო.

,,არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 45 ათას 200-ზე მეტმა ამომრჩეველმა. ეს არის საერთო რაოდენობის 35,5 პროცენტი. რაც შეეხება დარღევევებს და საჩივრებს, არ დაფიქსირებულა",-
განაცხადა ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კახნიაშვილმა.

უბნები უკვე დახურულია და ხმის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს.  მეორე ტურისთვის 21-ე სამაჟორიტარო ოლქში გახსნილი იყო 157 უბანი, რეგისტრირებული იყო 131 ათას 151 ამომრჩეველი.

ზესტაფონის, ტყიბულის, თერჯოლისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის მსურველი ,,ქართული ოცნებიდან" ბეჟან წაქაძე და ,,ნაციონალური მოძრაობიდან" კახა გეწაძეა.

​ოპოზიციამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა მათი კანდიდატების მონაცემები ბიულეტენებში მაინც იყო შეტანილი.

პირველ ტურში ბეჟან წაქაძემ ხმების 49, 77 % მიიღო, ხოლო კახა გეწაძემ 26, 99 %.
Print