პოლიტიკა
საიამ ქუთაისის საარჩვენო უბნებში 4 საჩივარი დაწერა
FaceBook
ახალგაზრდა იურისტთა აოციაციამ  ქუთაისში, არჩევნების მეორე ტურზე, 18 საათისთვის ათამდე შენიშვნა და ოთხი საჩივარი დაწერა.

საია-ს ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის ზაალ გორგიძის განცხადებით ორგანიზაცია კიდევ ორი საჩივრის დაწერაზე მუშაობს.

,,ათამდე შენიშვნა დაიწერა უბნებზე და ოთხი საჩივარია. საჩივრებიდან ერთი ეხება წილისყრის პროცედურას, ორი გადასატანი ყუთის უბნიდან კანონდარღვევით გატანას, ერთი ჩანაწერთა წიგნის არასწორად შევსებას",
- განაცხადა ზაალ გორგიძემ.

19 საათისთვის გახდება ცნობილი კიდევ რა სახის საჩივრებს დაწერს ორგანიზაცია.

ქუთაისში, 156 257 ამომრჩევლისთვის 130 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქედან, 7 სპეცუბანია, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ექვსი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირებისთვის განკუთვნილი უბნები.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 620-მა პირმა გამოხატა.

პირველ ტურზე, ანალოგიურ დროს საკუთარი არჩევანი 59 940 დააფიქსირა, რაც ქუთაისში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 38,6 % იყო.

21 ნოემბერს იმერეთის ორ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ტარდება, ქუთაისში ასევე მიმდინარებს მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

ქუთაისში, პირველ ტურში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, "ქართული ოცნებიდან" ზაზა ლომინაძემ ამომრჩეველთა ხმების 41,57% მოაგროვა, ,,ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძემ - 34,65 %.

50%-იანი ბარიერი ვერც მერობის კანდიდატებმა გადალახეს. ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 47,7% მიიღო, ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ კი 30,63%.

,,ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ქუთაისში, გიგა შუშანიამ, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს განაცხადა და მისი კანდიდატურა მოხსნა.

შუშანიას თქმით, არჩევნების პირველი ტური გაყალბდა.

საქართველოში პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
Print