ახალი ამბები
მღვდელმონაზონი შიო სინატაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა
FaceBook
გოგნის მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი შიო სინატაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ტყიბულისა და თერჯოლოს ეპარქიის მეუფის თანამშემწე, მთავარხუცესი იოანე რევიშვილის ინფორმაციით,  მეუფეს ვირუსის სიმპტომები მსუბუქფორმებში ორი კვირის წინ აღმოაჩნდა.  მას თანმდევი დაავადებებიც აღენიშნებოდა.

"ერთი კვირის წინ აღმოაჩნდა სიმპტომები, სახლში მკურნალობდა, არ იყო მძიმედ და არც ელოდა გართულებას. ერთი კვირის წინ დამძიმდა. გადაიყვანეს ქუთაისში კლინიკაში, მაგრამ ვერ მოხერხდა გადარჩენა. მას დიაბეტიც და ასთმაც ქონდა და ალბათ, ამან გაართულა. 43 წლის იყო,"-განაცხადა იოანე რევიშვილმა.

მისი თქმით, ისიც ინფოცირებული იყო და რამდენიმე დღის წინ გამოჯანმრთელდა.
Print