ახალი ამბები
ქუთაისში, ცხრა დღის ახალშობილს კორონავირუსზე მკურნალობენ
FaceBook
ქუთაისში, კლინიკა ,,ბომონდში'' 9 დღის ახალშობილს კოვიდინფექციაზე მკურნალობენ.
კურნალი ექიმის ნათია ხაჩიძის განცხადებით, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

'' ახალშობილი დედისგან დაინფიცირდა'' -, განმარტავენ კლინიკაში

კლინიკა ,,ბომონდში'' კორონავირუსით ინფიცირებული  4 ჩვილი გადის მკურნალობის კურსს. 

" არც ერთი არ არის ჟანგბადდამოკიდებული. ველოდებით 2 ჩვილის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს,"-ამბობს ნათია ხაჩიძე.

კლინიკაში 40 ორსული  მკურნალობს კორონავირუსზე, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

იმერეთის რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 609 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბით იმერეთი მესამე ადგილზეა, თბილისისა და აჭარის შემდეგ.


Print