ახალი ამბები
ქუთაისში 15:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 20 300 ადამიანმა გააკეთა
FaceBook
ქუთაისში 15:00 საათის მონაცემებით, არჩევანი 20 300  ამომრჩეველმა დააფიქსირა.
ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯმდომარის ლარინა ლალიაშვილის განმარტებით, საარჩევნო უბანებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 13,1 % მივიდა.

კომისიის თავმჯდომარეს ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ამ დრომდე არ შესულა საარჩევნო კომისიაში საჩივარი. 

21 ნოემბერს იმერეთის ორ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ტარდება, ქუთაისში ასევე მიმდინარებს მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

ქუთაისში, პირველ ტურში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, "ქართული ოცნებიდან" ზაზა ლომინაძემ ამომრჩეველთა ხმების 41,57% მოაგროვა, ,,ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძემ - 34,65 %.

50%-იანი ბარიერი ვერც მერობის კანდიდატებმა გადალახეს. ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 47,7% მიიღო, ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ კი 30,63%.

,,ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ქუთაისში, გიგა შუშანიამ, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს განაცხადა და მისი კანდიდატურა მოხსნა.

შუშანიას თქმით, არჩევნების პირველი ტური გაყალბდა.

საქართველოში პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
Print
თეგები: #არჩევნები 2020