ახალი ამბები
,, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის უკეთეს მომავალს '' - ზაზა ლომინაძე
FaceBook
ქუთაისში ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
ზაზა ლომინაძემ აღნიშნა, რომ ქუთაისში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ყველა მოქალაქეს აქვს საშუალება საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს.

,, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის უკეთეს მომავალს. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მხარდამჭერებს, ადამიანებს, რომლებთან ერთადაც გავიარეთ წინასაარჩევნო პერიოდი და მათთან ერთად უნდა ვიყო, როგორც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

21 ნოემბერს იმერეთის ორ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ტარდება, ქუთაისში ასევე მიმდინარებს მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

ქუთაისში, პირველ ტურში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, "ქართული ოცნებიდან" ზაზა ლომინაძემ ამომრჩეველთა ხმების 41,57% მოაგროვა, ,,ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძემ - 34,65 %.

50%-იანი ბარიერი ვერც მერობის კანდიდატებმა გადალახეს. ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 47,7% მიიღო, ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ კი 30,63%.

,,ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ქუთაისში, გიგა შუშანიამ, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს განაცხადა და მისი კანდიდატურა მოხსნა.

შუშანიას თქმით, არჩევნების პირველი ტური გაყალბდა.

საქართველოში პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.


Print